კატეგორიები

„გონივრული იქნებოდა ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ინიციირება” – ვიქტორ ორბანი

„გონივრული იქნებოდა ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ინიციირება” – ვიქტორ ორბანი

ევროკავშირის ლიდერების მიერ რუსეთ-ამერიკის სამიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებას არ იზიარებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ შინაარსობრივი მოლაპარაკებები შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, ან საომარი მოქმედებების შემცირების პირობებში. მათი თქმით, უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

ვიქტორ ორბანმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ უნგრეთის სახელით იგი ევროკავშირის საბჭოს წინადადებას მხარს ვერ დაუჭერს.

როგორც ორბანი წერს, საბჭო ცდილობს პირობების წამოყენებას სამიტზე, რომელზეც ისინი მიწვეულებიც კი არ არიან.

„ის ფაქტი, რომ ევროკავშირი გვერდზე დარჩა, ისედაც საკმაოდ სამწუხაროა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ვითარება დაამძიმოს, არის ის, თუ ჩვენ მითითებების მიცემას დავიწყებთ. ევროკავშირის ლიდერების მხრიდან ერთადერთი გონივრული ქმედება იქნებოდა ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ინიციირება, ამერიკა-რუსეთის შეხვედრის მაგალითზე. მოდით, მივცეთ შანსი მშვიდობას!“ – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

Related news
ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი მალე დაიწყება დონალდ ტრამპი ირანელ დიპლომატებს მოუწოდებს, აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვონ
სხვა ამბები