მთავარიაზიაღაზახუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს ისრაელის გეგმას ქალაქ ღაზის დაკავების თაობაზე

ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს ისრაელის გეგმას ქალაქ ღაზის დაკავების თაობაზე

ღაზაში ომის დასრულების მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობა  აძლიერებს ისრაელზე ზეწოლას. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის – საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადების ფარგლებში დაგმეს ღაზის სექტორში არსებული ვითარება და ისრაელის გეგმა, რომელიც ომის ესკალაციის საფრთხეს შეიცავს. ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ კვირას ისრაელის გეგმებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართება.

გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გმობენ ისრაელის გეგმას ღაზაში საომარი მოქმედებების ესკალაციისა და ქალაქ ღაზის დაკავების თაობაზე. იზრდება საერთაშორისო ზეწოლა, ისინი  ომის დასრულებას მოითხოვენ. რამდენიმე მსოფლიო ლიდერმა უკვე გააკრიტიკა მათი გეგმა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტოფერ ლაქსონი ამბობს, რომ ისრაელის ბოლო ქმედებებიც არასწორია. ამ ნაბიჯებით შესაძლოა, დაირღვეს საერთაშორისო სამართალი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამხედრო მოქმედებები ამ პრობლემის უმეტეს ნაწილს ვერ გადაჭრის.

საერთაშორისო ძალები, მათ შორის ისრაელის მოკავშირეები, საფრანგეთი, გერმანია და კანადა, კიდევ უფრო მეტად აკრიტიკებენ ომს მას შემდეგ, რაც რეგიონში მოსახლეობის შიმშილის შესახებ შოკისმომგვრელი ცნობები მიიღეს.

რამდენიმე ქვეყანამ კოორდინირებული სახით დახმარება მიაწოდა ღაზას, რადგან ისრაელის ბლოკადა და შეტევა ხელს უშლის უსაფრთხო მიწოდებას, რაც შიმშილის კრიზისს უფრო მეტად ამძაფრებს.

გაერო და ჰუმანიტარული ჯგუფები თვლიან, რომ  დახმარების ამ სახით მიწოდება ძვირადღირებული და საშიშია მცხოვრებლებისთვის. ამავე დროს, ასე გაცილებით ნაკლები დახმარება მიეწოდებათ, ვიდრე სატვირთო მანქანებით.

გაეროს უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ კვირას, 16 აგვისტოს, ისრაელის გეგმებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend