კატეგორიები

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ალასკაზე შეხვდებიან

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ალასკაზე შეხვდებიან

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე შედგება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა პირადად განაცხადა, თუმცა მეტი დეტალის შესახებ არ უსაუბრია. 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრა ყველასათვის ცნობილ ადგილას გაიმართებოდა. საერთაშორისო მედიაში კი წერდნენ, რომ ეს შესაძლოა არაბთა გაერთიანებული საემიროები, იტალია ან უნგრეთი ყოფილიყო.

კრემლში დონალდ ტრამპის ეს განცხადება დაადასტურეს, ადგილმდებარეობის ხელსაყრელობა კი იმით ახსნეს, რომ ქვეყნები ერთმანეთს ემეზობლებიან.

მანამდე მოსკოვში ამბობდნენ, რომ მომდევნო კვირას ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრას გეგმავდა. განხილვის მთავარი საკითხი უკრაინის ომის დასრულებაა. ამ პროცესში ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის გაცემული ულტიმატუმი 8 აგვისტოს ამოიწურა. პირობის მიხედვით, თუ ამ დრომდე კრემლი სამშვიდობო პროცესში კონსტრუქციულობას არ გამოავლენდა, აშშ-ის მხრიდან უმძიმესი მეორადი სანქციების ადრესატი გახდებოდა.

დაკავშირებული ამბები
პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა
სხვა ამბები