კატეგორიები

მეხიკოში მეგზური ძაღლი მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს სამყაროს აღქმას ასწავლის

მეხიკოში მეგზური ძაღლი მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს სამყაროს აღქმას ასწავლის
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ცხოვრობს უსინათლო გოგონა, მარიხოსე ერნანდეს ხიმენესი, რომელიც სწავლობს, თუ როგორ  აღიქვას  სამყარო მხოლოდ ინსტინქტების საშუალებით – ზუსტად ისე, როგორც მისი მეგზური ძაღლი რეინა ხედავს და აღიქვამს.

ლათინურ ამერიკაში არსებობს უსინთალო ადამიანების მეგზური ძაღლების საწვრთნელი ერთადერთი სკოლა, რომელიც დაეხმარა მარიზოსეს, დაეძლია დამოუკიდებლად სიარულის შიში და თავისუფლებისკენ ევლო თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად. დღეს გოგონა უკვე ამაყად დააბიჯებს თავის ძაღლ რეინასთან ერთად, რომელიც მისი სანდო მეგობარი და კომპანიონია.

 

ავტორები: შარიფა ფადილა ალშაჰაბი და სულეიმან მესალტი

Related news
ვენეციელი გონდოლიერები ქალაქის უნიკალური არხების სისუფთავეზე ზრუნავენ იაპონელი მეწარმე მივიწყებულ ტრადიციას ტრენდულ პროდუქციად გარდაქმნის
სხვა ამბები