მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის სამხრეთით მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს

საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს

საფრანგეთის სამხრეთით, ესპანეთის საზღვართან ახლოს მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომელიც პარიზის სიდიდის ფართობს, 13 000 ჰექტარს მოედო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. სტიქიასთან გასამკლავებლად ადგილზე მობილიზებულია 2100 მეტი მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა, მათ შორის სახანძრო ავიაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი 13 000 ჰექტარი მიწის ფართობზე გავრცელდა და ამ დრომდე რამდენიმე აქტიური კერაა. ცეცხლის ქრობის პროცესს კი მშრალი და ცხელი ამინდი, ასევე ძლიერი ქარი აფერხებს.

მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, ხანძარს გაუმკლავდნენ ესპანეთის საზღვართან, სამხრეთი საფრანგეთი, 5 აგვისტო, 2025 წელი Copyright Securite Civile via AP

ახლომდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებსა და იქ მყოფ ტურისტებს მოუწოდებენ, დარჩნენ შინ, სანამ ევაკუაციის შესახებ ბრძანებას არ მიიღებენ.

ამ ზაფხულს სამხრეთ ევროპაში არაერთი დიდი ხანძარი გაჩნდა. მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების გამო უფრო ხშირი მოვლენაა სიცხე და სიმშრალე, რაც რეგიონს უფრო დაუცველს ხდის ხანძრების მიმართ. გასულ თვეში საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელის სიახლოვეს გაჩენილი ხანძრის შედეგად 300 ადამიანი დაშავდა.

ევროპის „კოპერნიკუსის“ კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად თბება, სხვა კონტინენტებთან შედარებით, სადაც ტემპერატურა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად იმატებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend