მთავარიაზიაღაზა„ღაზის მოსახლეობა ფქვილის ტომარას თეთრ ოქროდ აღვიქვამთ” - ვითარება ღაზის სექტორში

„ღაზის მოსახლეობა ფქვილის ტომარას თეთრ ოქროდ აღვიქვამთ” – ვითარება ღაზის სექტორში

ღაზის სექტორის მოსახლეობა კვლავ შიმშილობს. სამხრეთ ისრაელში, ზიკიმის გადასასვლელიდან დაბრუნებულ პალესტინელებს ზურგით ფქვილის ტომრები მოაქვთ.

არაბული ენის მასწავლებელმა, ისა ხადერმა, რომელიც ჩრდილოეთ ღაზიდან იძულებით გადაადგილებულია, თავისი ექვსსულიანი ოჯახისთვის ფქვილის ტომარა მიიტანა. ისინი იძულებულნი არიან ექვსჯერ გადაადგილდნენ სხვადასხვა კარავს შორის. ხადერმა ფქვილი „თეთრ ოქროდ“ შეაფასა.

„ჩვენ, ღაზის მოსახლეობა ამ ფქვილის ტომარას თეთრ ოქროდ აღვიქვამთ. ამ ადგილას საჭმლის საძებნელად მომიწია მოსვლა. დაახლოებით 15 კილომეტრი  გავიარე. ღმერთმა იცის, ჩემს შვილებს კიდევ ვნახავდი თუ არა და ამიტომ მათ წინასწარ დავემშვიდობე. საცხოვრებელი ადგილი უკვე მეექვსეჯერ შევიცვალე. თითოეული ადგილი წინაზე უარესია. ყველგან ვიტანჯებით“, – ამბობს ჩრდილოეთ ღაზიდან იძულებით გადაადგილებული ისა ხადერი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს გასცა ბრძანება უფრო ფართო სამხედრო მოქმედებების შესახებ, უკვე ისედაც განადგურებულ ღაზაში. ეს ხდება მაშინაც კი, როდესაც ისრაელის არმიისა და დაზვერვის ყოფილმა უფროსებმა თითქმის 22-თვიანი ომის დასრულებისკენ მოუწოდეს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა 61 000-ს გადააჭარბა.

მაისიდან მოყოლებული, ისრაელის ცეცხლის შედეგად რამდენიმე ასეული პალესტინელი დაიღუპა, როდესაც ისინი საკვების განაწილების ადგილებისკენ მიემართებოდნენ. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მხოლოდ გამაფრთხილებელი ტყვიები გაისროლეს და მსხვერპლთა რაოდენობას არ ცნობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend