კატეგორიები

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვშია

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვშია

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკვე მოსკოვშია, სადაც წინასწარი ინფორმაციით, ის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

რვა აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მიცემული 10-დღიანი ვადა იწურება. თუმცა თეთრ სახლს ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რა ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მოლაპარაკებას არ დასთანხმდება. მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებას სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მიიღებს.


.

მანამდე დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებით დაემუქრა. მისი თქმით, ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა დონალდ ტრამპს დათმობის სახით დრონებითა და რაკეტებით იერიშების შეწყვეტა შესთავაზოს, თუ უკრაინაც იმავეს გააკეთებს.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს რუსულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიშები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე
სხვა ამბები