კატეგორიები

აშშ-ი ინდოეთს 25%-იან ტარიფს უწესებს

აშშ-ი ინდოეთს 25%-იან ტარიფს უწესებს
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინდოეთს ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესა.

გადაწყვეტილების მიზეზი კი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაა. ტრამპს გამოეხმაურა ინდოეთის მთავრობა და ამ გადაწყვეტილებას “გაუმართლებელი” და “არაგონივრული” უწოდა.

„როგორც ყველა მსხვილი ეკონომიკა, ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად”, – წერია  ინდოეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინდოეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში ორი დღის წინ დაწერა.

„მათ არ ადარდებთ ის, თუ რამდენი ადამიანი ეწირება რუსეთის ომის მანქანას უკრაინაში. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადასახდელ ტარიფებს” – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ის არ გამორიცხავდა, რომ ნიუ-დელისთვის 25%-ზე მეტი ტარიფი დაეწესებინა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, ინდოეთისთვის სწორედ 25%-იან ტარიფს ითვალისწინებს.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები