მთავარიამერიკააშშქალაქ ნიუ-იორკში ღაზის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქალაქ ნიუ-იორკში ღაზის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქალაქ ნიუ-იორკში საპროტესტო აქცია მოეწყო. დემონსტრანტები, რომელთაც ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგები ჰქონდათ,  ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილობის დასრულებას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით პროტესტმა ტრამპის საერთაშორისო სასტუმროსთან გადაინაცვლა. გადაიკეტა მოძრაობაც. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასცეს გაფრთხილება. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

დემონსტრანტი მორიამ კაპლანი ამბობს, რომ ღაზაში სისასტიკეს აშშ აფინანსებს. ამიტომ ებრაელებმა და ამერიკელებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაზე, რომელსაც მათივე  გადასახადებითა და   სახელით  აწარმოებენ. მისი თქმით,  ებრაელები ვერ იგრძნობენ თავს დაცულად,  სანამ პალესტინელები საფრთხეში არიან.

ერთადერთი გამოსავალი საერთო უსაფრთხოებაა. ნამდვილი თავისუფლება ყველას თავისუფლებაა. მორიამი მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს გამბედაობა, სიყვარული, პატიოსნება, რომლებიც აუცილებელია ახალი მიმართულების განსასაზღვრად.

აქციის მონაწილე ლილი გრინბერგი კმაყოფილია, რომ სიტუაციასთან ერთად იცვლება ხალხის აზრიც, თუმცა მიაჩნია,  რომ ის, ვინც აცნობიერებს, რა ხდება ღაზაში და მას თავის სახელს არქმევს, ვალდებულია, გამოვიდეს ქუჩაში და ხმამაღლა თქვას, რომ ეს გენოციდია, რომ ეს არის განზრახ მოწყობილი შიმშილი. მისი აზრით, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს სისასტიკე შეწყდეს“.

პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ზოგიერთი მონაწილე დააკავეს და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის მიკროავტობუსებში ჩასხეს. დაპატიმრებების მიუხედავად, აქციის მონაწილეები პროტესტს მაინც გამოხატავდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend