მთავარიევროპაუკრაინასოჭში უკრაინელების თავდასხმების შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

სოჭში უკრაინელების თავდასხმების შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ხელისუფლებამ სამ აგვისტოს განაცხადა, რომ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭის მახლობლად ნავთობის საცავზე უკრაინელების მიერ დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი განჩდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტელეგრამზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნავთობის საცავის თავზე კვამლის უზარმაზარი სვეტები ჩანს.

მოგვიანებით სოჭის მერმა განაცხადა, რომ მეხანძრეებმა შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა.

ეს თავდასხმა უკრაინის მასშტაბური საპასუხო ოპერაციის ნაწილი იყო. რუსეთი კი, თავისმხრივ, ამტკიცებს,  რომ ღამის განმავლობაში 100 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

უკრაინის ხელისუფლების თქმით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების საპასუხოდ  მათ რუსეთის ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორების მნიშვნელოვანი ობიექტები დაბომბეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა კვირას ღამით უკრაინის მიმართულებით 76 დრონი და შვიდი რაკეტა გაუშვა.

მათ 60 დრონი და ერთი რაკეტა გაანეიტრალეს, თუმცა 16-მა დრონმა და ექვსმა რაკეტამ რვა სხვადასხვა სამიზნემდე მაინც მიაღწია.

როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ,  მიკოლაივში სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა,  ვორონეჟის რეგიონში კი – ოთხი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend