კატეგორიები

სიდნეიში პალესტინელთა მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა

სიდნეიში პალესტინელთა მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა
ავსტრალიაში, სიდნეის ნავსადგურის ხიდზე, პალესტინელთა მხარდასაჭერად, ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა. მსვლელობის პროცესში ხიდი დროებით გადაიკეტა.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო „ვიკილიქსის“, საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟიმ.

პალესტინელთა მხარდასაჭერად მსოფლიოს გარშემო მსვლელობები სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა. მათ შორის ტუნისში, იემენში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელიც მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ცალ-ცალკე არ აღწერს, აცხადებს, რომ ისრაელის იერიშებს 60 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა და მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები