კატეგორიები

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში კრაშენინიკოვის ვულკანი ამოიფრქვა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში კრაშენინიკოვის ვულკანი ამოიფრქვა
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გასულ კვირას ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ახლა კი რეგიონში მძვინვარებს ვულკანი, რომელიც დაახლოებით  600 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა.

კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევების რეაგირების ჯგუფის ცნობით, კრაშენინიკოვის ვულკანი 2 აგვისტოს საღამოს ამოიფრქვა.

ჯგუფის ცნობით, ვულკანი 600 წელზე მეტია არ გააქტიურებულა.  ვულკანური ღრუბლის სიმაღლე დაახლოებით 6000 მეტრი იყო.

ვულკანი აღმოსავლეთ ვულკანურ სარტყელს უკავშირდება და ის პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის რეგიონული ცენტრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.

დაკავშირებული ამბები
ვლადიმერ პუტინი კერძო ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს ევროკავშირი შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შეთავაზებას გეგმავს
სხვა ამბები