მთავარიკულტურა„ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯია" - ფილმის ზედიზედ წარმატებული მეორე კვირა

„ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯია” – ფილმის ზედიზედ წარმატებული მეორე კვირა

Marvel-ის ფილმი „ფანტასტიკური ოთხეული პირველი ნაბიჯი“ მეორე შაბათ-კვირაა კინოგაქირავებაში პირველ ადგილზეა. თუმცა პირველ კვირასთან შედარებით გაყიდული ბილეთების რაოდენობა 66%-ით დაეცა.

სადებიუტო უქმეებზე ფანტასტიკური ოთხეულის ახალმა ფილმმა 117.6 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მეორე კვირას მხოლოდ 40 მილიონი.

22 მილიონი დოლარით, მეორე ადგილზე ანიმაციური კომედია ცუდი ტიპები 2-ია. ფრენჩაიზის პირველმა ფილმმაც გახსნით კვირას 2022 წელს 23 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სადებიუტო შაბათ-კვირა იყო კომედიური ფილმისთვის „შიშველი პისტოლეტი“, რომელმაც 17 მილიონი დოლარის შემოსავლით სალაროებში მესამე ადგილი დაიკავა.

ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს განის ფილმმა „სუპერმენი“, რომლის პრემიერაც ოთხი კვირის წინ შედგმა, მსოფლიო მასშტაბით უკვე 550 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით კი გასულ უქმეებზე 13.8 მილიონი დოლარის მოგება ნახა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend