კატეგორიები

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრება

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 6 ან 7 აგვისტოს შესაძლოა, რუსეთში გაემგზავროს.

ეს ბოლო დღეებია იმ 10-დღიანი ვადისა, რომელიც დონალდ ტრამპმა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის სრულად შესაწყვეტად მისცა.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, სტივ უიტკოფთან შეხვედრა კრემლმა თავად მოითხოვა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად ვადა რვა აგვისტომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა როგორც რუსეთს, ისე მის სავაჭრო პარტნიორებს.

„შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რათა ადამიანების ხოცვა შეწყდეს. ახლახან გამოქვეყნდა რიცხვები, უამრავი რუსი ჯარისკაცი იხოცება, იღუპებიან უკრაინელებიც. მართალია, მათი რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა მაინც ათასობით ადამიანზეა საუბარი. ახლა  გვემატება ქალაქები, რომლებიც სარაკეტო იერიშების სამიზნეებია. ამ სასაცილო ომში უამრავი ადამიანი იხოცება. სანქციები დაწესდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ახერხებენ თავის დაძვრენას. იცით, მათ ეშმაკური ხასიათი აქვთ და საკმაოდ კარგად უვლიან გვერდს სანქციებს. ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა სტივ უიტკოფი ახლა სხვადასხვა საკითხზეა კონცენტრირებული. ღაზის სექტორში ხალხის გამოკვებაზე ვსაუბრობთ. ასევე, შესაძლოა, ის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, რუსეთშიც გაემგზავროს. მათ მისი ნახვა სურთ. შეხვედრა ითხოვეს. ვნახოთ, რა მოხდება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, არ იცის რა ეფექტი ექნება სანქციებს რუსეთზე და შეცვლის თუ არა ეს რაიმეს, თუმცა სანქციებს აუცილებლად დააწესებს.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები