კატეგორიები

უკრაინის საჰაერო თავდაცვა ძლიერდება

უკრაინის საჰაერო თავდაცვა ძლიერდება

„უკრაინა გერმანიიდან დამატებით 2 პეტრიოტის სისტემას მიიღებს”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ძალოვანი უწყების ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს, ხოლო მისი დამატებითი კომპონენტები კიევს ორი-სამი თვის განმავლობაში გადაეცემა.

„ეს შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ჩვენ მადლიერები ვართ ამ პროექტში ჩართული ყველა ჩვენი პარტნიორის. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მეტი შესაძლებლობა მეტი სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს“, – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალი.

დაკავშირებული ამბები
დრონების შეჭრის გამო ლიეტუვაში განგაში გამოცხადდა რუსულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიშები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე
სხვა ამბები