კატეგორიები

ტარიფების ახალი ტალღა ვაშინგტონიდან

ტარიფების ახალი ტალღა ვაშინგტონიდან
თეთრმა სახლმა ათობით ქვეყანას  სავაჭრო ტარიფები დაუწესა. განკარგულება, რომელსაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა მოაწერა 7 დღეში შევა ძალაში, გამონაკლისი კანადაა. მისთვის 25%-იდან 35 %-მდე გაზრდილი გადასახადი დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

დონალდ ტრამის ახალ განკარგულებაში კი საუბარია 69 ქვეყნისთვის გათვალისწინებულ 10%-დან 41%-მდე ტარიფებზე, რომლებიც მათ აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაუწესდებათ.

სიაში მოხვდა ევროკავშირიც, რომელმაც გასულ კვირას დონალდ ტრამპთან შეთანხმების მიღწევა შეძლო, შესაბამისად, 30-ის ნაცვლად ევროკავშირი შტატებს 15%-იანი ტარიფს გადაუხდის. ყველაზე მაღალი გადასახადი სირიას, ლაოსსა და მიანმარს  შეეხოთ – მთელი 41%-ით, თუმცა მათ შტატებში მცირე იმპორტი აქვთ.

39%-იანი სატარიფო რეგულაცია შეეხო შვეიცარიას. მინიმალური, 10%-იანი ტარიფი დაუწესდა დიდ ბრიტანეთს, რაც ასევე წარმოადგენს დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების შედეგს.

სიაში არ მოხვდა ჩინეთი – ამ მხრივ ვაშინგტონში ჯერ ისევ ბუნდოვანებაა. თეთრ სახლში აცხადებენ,რომ ტარიფების მიზანი სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრაა.

დაკავშირებული ამბები
ევროპაში მიაჩნიათ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება ვერ უნდა შეძლოს ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები