კატეგორიები

დონალდ ტრამპმა ორი წყალქვეშა ატომური ხომალდის რუსეთთან ახლოს განლაგების ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპმა ორი წყალქვეშა ატომური ხომალდის რუსეთთან ახლოს განლაგების ბრძანება გასცა

დიმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა ორი წყალქვეშა ატომური ხომალდის რუსეთთან ახლოს განლაგების ბრძანება გასცა.

განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი პლატფორმა Truth Social-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღო „რუსეთს ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან გამომდინარე“.

დონალდ ტრამპი დასძენს, რომ ბრძანება გასცა „იმ შემთხვევისთვის, თუ გამაღიზიანებელი და სულელური განცხადებები იქნება უფრო მეტი, ვიდრე – სიტყვები“. აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ „მსგავსი შემთხვევა არ იქნება“.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები