უკრაინამ დრონებისა და ჯავშან-მანქანების მიღება დაიწყო.
როგორც უკრაინის ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალი წერს, უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, საუბარია 42 ერთეულ ფინურ ჯავშანტრანსპორტიორზე, რომელთა სახელწოდებაცაა „პატრია“, რომელსაც კიევი ლატვიიდან მიიღებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალი ასევე წერს, რომ ესპანეთის თავდაცვის მინისტრსაც ესაუბრა. ამ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იყო.
„ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან საუბრისას განვიხილეთ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზები: ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ჩვენ ვამზადებთ შესაბამის შეთანხმებებს“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი.