კატეგორიები

რესპუბლიკელი სენატორი დიმიტრი მედვედევს აფრთხილებს

რესპუბლიკელი სენატორი დიმიტრი მედვედევს აფრთხილებს

„დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან“ – აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელ იქსზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს, პასუხობს.

„რუსეთში იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ არის სერიოზულად განწყობილი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიმართ, თქვენ და თქვენი ხალხი შეცდომას მალე მწარედ აღიარებთ. მალე ასევე ნახავთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის”, – წერს რესპუბლიკელი სენატორი.

დიმიტრი მედვედევმა 28 ივლისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ტრამპს უნდა ახსოვდეს, რუსეთი არც ირანია და არც ისრაელი, ყოველი ახალი ულტიმატუმი კი წარმოადგენს მუქარას და ომისკენ გადადგმულ ნაბიჯს – ომისკენ არა რუსეთ-უკრაინის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებზე პასუხად ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიშები
სხვა ამბები