კატეგორიები

დრონებით იერიში რუსეთში

დრონებით იერიში რუსეთში

გასულ ღამეს, 28 ივლისს, რუსეთის ფედერაციის 5 ოლქსა და ოკუპირებულ დონეცკში სხვადასხვა სამხედრო ობიექტზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს.

უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეომასალასაც, რომელშიც მათივე ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შტურმია ასახული.

რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დაზიანდა სარკინიგზო ცენტრებიც, კერძოდ, სატვირთო მატარებლები.

როგორც ცნობილია, სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვის მიზნით, კრემლი სარკინიგზო ტრანსპორტს აქტიურად იყენებს. მასირებულ იერიშს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ძალოვანი უწყების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის ფედერაციას უკრაინამ 74 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. მათ შორის 42 დრონით ბრიანსკის ოლქში, ხოლო როსტოვის ოლქში 22 დრონით. ამასთან იერიშების სამიზნე გახდა კალუჟის, სმოლენსკისა და ლენინგრადის ოლქებიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები