კატეგორიები

საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს

საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს
საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირადად დაადასტურა და სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოფიციალურად დაადასტურებს.

პარიზის პოზიცია ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილმა განსაზღვრა, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

„ახლა სასწრაფოდ აუცილებელია, რომ ღაზაში ომი შეწყდეს და მშვიდობიანი მოსხლეობა გადარჩეს“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„ერთად ჩვენ გვესმის საკითხის პოლიტიკურად გადაჭრის გზის შეთავაზების აუცილებლობა. მჯერა ორი სახელმწიფოს პრინციპის, რომელიც იქნება რეგიონული უსაფრთხოების საფუძველი და საშუალებას მისცემს ისრაელს მეზობლებთან ერთად მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვროს. მჯერა, რომ აუცილებელია ჩვენი ხმების გაერთიანება პარიზში, ლონდონსა და სხვაგან, რათა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და დაიწყონ ამ პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთადერთი თავსებადი ნაბიჯია მშვიდობის პერსპექტივასთან“, – აცხადენს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო საფრანგეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი და განაცხადა, რომ პარიზი ტერორისტებს აჯილდოებს.

დღეისთვის პალესტინის სახელმწიფოს 140-ზე მეტი, მათ შორის 10-ზე მეტი ევროპული ქვეყანა აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი ამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ
სხვა ამბები