კატეგორიები

რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

რუსეთის ამურის ოლქში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის, An-24-ის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესაბამისი უწყებების ცნობით, ბორტზე მყოფ 49 პირს შორის 5 ბავშვი იყო, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ეკიპაჟის წევრებთან ერთად ირკუცკის ოლქიდან იყვნენ.

სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონში ჯერ გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ნამსხვრევები მთის ფერდობზე იპოვეს. თვითმფრინავი ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩინსკი-ტინდას რეისს ახორციელებდა. ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს რუსულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიშები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე
სხვა ამბები