მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა პოდკასტერს უჩივლეს ცრუ ინფორმაციისთვის

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა პოდკასტერს უჩივლეს ცრუ ინფორმაციისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ, ბრიჯიტმა, ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში ცილისწამების ბრალდებით სარჩელი შეიტანეს მემარჯვენე პოდკასტერ კენდის ოუენსის წინააღმდეგ.

მაკრონები პოდკასტერს ედავებიან, რომ ავრცელებს ჭორებს, თითქოს თითქოს პირველი ლედი მამაკაცია.

დელავერის უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელში მაკრონები აცხადებენ, რომ ოუენსმა პირადი სარგებლის მიზნით „გლობალური დამცირების კამპანია“ და „დაუნდობელი ბულინგი“ წამოიწყო, რათა მისი პოდკასტი პოპულარული გამხდარიყო.

პოდკასტერი კენდის ოუენსი – Copyright Euronews

მაკრონების თქმით, ოუენსის მიერ ხშირად გამეორებული ერთ-ერთი ტყუილია, თითქოს ბრიჯიტ მაკრონი დაიბადა ჟან-მიშელ ტრონიეს სახელით, რაც სინამდვილეში მისი ძმის სახელია.

ასევე, ოუენსს ბრალი ედება ცრუ განცხადებაში, რომ თითქოს ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად დაინიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეთქმულების შედეგად.

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები – Copyright Euronews

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიჯიტ მაკრონი ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს. 2021 წელს მან სარჩელი შეიტანა ორი ქალის წინააღმდეგ , რომლებიც მაკრონის გენდერის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მაშინ სასამართლომ ქალებს ბრიჯიტ მაკრონისა და მისი ძმსთვის კოპენსაციების გადახდა დააკისრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend