მთავარიმსოფლიო„წარმოდგენა დონალდ ტრამპისთვის” - სტამბოლის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

„წარმოდგენა დონალდ ტრამპისთვის” – სტამბოლის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

23 ივლისს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მესამე რაუნდი გაიმართება. თუმცა იმის იმედი, რომ მხარეები მშვიდობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ, არც მოსკოვში აქვთ და არც კიევში.

როგორც ცნობილია, უკრაინის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი იქნება.

რუსულ მხარეს კი სავარაუდოდ, წარმოადგენენ იგივე მომლაპარაკებლები, რომლებიც თურქეთში წინა ჯერზე ჩავიდნენ და რომელთა შემადგენლობამაც კიევისა და მისი მოკავშრეების კრიტიკა გამოიწვია.

მათ მიაჩნიათ, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეგნებულად გზავნის დაბალი რანგის პოლიტიკოსებს, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.

ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ეს მოლაპარაკებები არის წარმოდგენა “მხოლოდ ერთი მაყურებლისთვის, დონალდ ტრამპისთვის.”

პოლიტიკის ანალიტიკოსი, ოლეჰ სააკიანი განმარტავს, რომ მხარეები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიონ მანამ, სანამ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება.

“სავარაუდოდ იქნება შეთანხმებები პატიმრების გაცვლის შესახებ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ ეს აიძულებს უკრაინას, წავიდეს სტამბოლში და მოლაპარაკების პროცესის სიმულირება მოახდინოს. რადგან უკრაინას ჩვენი მოქალაქეები სჭირდება და რუსეთს ეს შესანიშნავად ესმის…სტამბოლში სხვა შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელია”, – ამბობს ოლეჰ სააკიანი.

მისივე თქმით, რუსეთის მიზანია დრო მოიგოს
”კონსტრუქციულობის იმიტაციით, რათა სანქციები არ გამკაცრდეს, რათა უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფების დეზორიენტაცია მოახდინოს, რათა შექმნას განსხვავებული გზავნილები”.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმართება დონალდ ტრამპის ულტიმატუმის ფონზე ვლადიმერ პუტინისადმი, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს მძიმე სანქიებით ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend