მთავარიკულტურა„რა შესანიშნავია ასე წასვლა…” - გარდაიცვალა ოზი ოსბორნი

„რა შესანიშნავია ასე წასვლა…” – გარდაიცვალა ოზი ოსბორნი

„დაე, დაიწყოს სიგიჟე!“- ამ სიტყვებითდ დაიწყო ოზი ოსბორნა უკანასკნელი კონცერტი.

მის მშობლიურ ქალაქში, ბირმინგემში გამოსამშვიდობებელ კონცერტიდან 3 კვირაში ლეგენდარული როკმომღერალი გარდაიცავა და ასე დასრულდა ოზი ოსბორნის ეპოქა.

მუსიკის გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას ოჯახმა აცნობა.

„ დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად, სიყვარულით იყო გარშემორტყმული. ყველას გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენი ოჯახის პირად სივრცეს ამ რთულ მომენტში“.

ოზი ოსბორნის ეპოქა ათწლეულებს ითვლის.  მისი მუსიკალური თავგადასავალი 1968 წელს დაიწყო, როდესაც თავის ჯგუფთან Black Sabbath თან ერთად, მეტალის ახალ ჟანრს ჩაუყარა საფუძველი და გახდა გარდამტეხი ფიგურა როკ-მუსიკის შემდგომ განვითარებაში.

80 -იან წლებში კი მან  სოლო კარიერა წამოიწყო.

მისმა დასამახსოვრებელმა ხმამ კი უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დაუვიწყარი მოგონებები დატოვა.

ამიტომაც, ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა.

„ ძალიან სამწუხაროა ოზი ოსბორნის გარდაცვალების ამბავი. ის იყო ჩემი ძვირფასი მეგობარი და უდიდესი პიონერი, რომელმაც როგორც ნამდვილმად ლეგენდამ, თავისი ადგილი დაიმკვიდრა როკ- ღმერთების პანთეონში. ის ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანი, ვინც ძალიან მომენატრება. . – წერს ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი.

გარდა მსოფლიო ვარსკვლავებისა, ოზის ხსოვნას პატივს მიაგებენ მისი თაყვანისმცემლები.

გრეგ დონოვანი, გულშემატკივარი:

„ მას 30 წლის წინ პირველად მის მეუღლესთან შერონთან ერთად შევხვდი. დღეს კი სამწუხაროა, რომ მუსიკის ტიტანი ოზი ოსბორნი აღარ გვყავს. თინეიჯერობის ასაკიდან ვიცოდი მის შესახებ. ასევე გამიმართლა და ადრე მისი ოჯახიც გავიცანი. ძალიან ვწუხვარ მისი მეუღლის შერონისა და ოჯახის გამო.“

შავებში ჩაცმულ თუ მკერდმოშიშვლებული მომღერალს ხშირად აკრიტიკებდნენ კონსერვარიურლ წრეებში, ძირითადად მისი იმიჯის გამო და არა მხოლოდ…

1979 წელს ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფიდან გააძევეს. ამბობედნენ, რომ რეპეტიზიებზე აგვიანდებდა და კონცერტებზე არ მიდიოდა. ბევრს საუბრობდნენ მის ნარკოდამოკიდებულებაზეც.

მართლაც მის ცხოვრებაში იყო ბევრი უცნაური თუ ეპატაჟური მომენტი. თუმცა უფრო მიგვიანებით, საზოგადოებამ მისი სხვა სახეც იხილა.

2002 წელს გამოვიდა, რეალითი შოუ „ოსბორნები“, რომელშიც ოზი ოსბორნი ოჯახთან ერთად მონაწილეობდა. სწორედ აქ, მაყურებლებმა სკანდალურ მუსიკოსში მორცხვი ადამიანი და მზრუნველი მამა აღმოაჩინეს.

სხვანაირი ოზი იხილა მსმენელმა მის უკანასკნელ კონცერტზეც.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოზი ოზბორნი, რომელიც სცენაზე ისევ ბლექ საბათთან ერთად იდგა 40 000 გულშამატკივარს უკვდავი მელოდებით და ამ სიტყვებით დაემშვიდობა…

“უნდა დავასრულო იქ, სადაც დავიწყე”

“გემშვიდობებით. და რა შესანიშნავია ასე წასვლა…“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend