ვოლოდიმირ ზელენსკი კრიტიკას ეხმაურება. ანტი-კორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შესუსტებასთან დაკავშირებული პროტესტის პასუხად, უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ უწყებების გენერალური პროკურატურისთვის დაქვემდებარება – მათი რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას ემსახურება.
შესაბამის უწყებებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ამოცანა ინსტიტუციების გაძლიერებაა. ის სვამს კითხვას, თუ რატომ არ იძიებდა ანტიკორუფციული სააგენტოები იმ აშკარა კანონდარღვევებს, რომელიც წლების განმავლობასი თაროზე იდო, ასევე რატომაა რუსეთისთვის ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი.
გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტით შეხვდნენ, რადგან თვლიან, რომ ანტიკორუფციული ორგანოებზე ხელისუფლების კონტროლი მას ზედმეტად დიდ ძალაუფლებას ანიჭებს,რაც არადემოკრატიულია.
განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც კორუფცია ქვეყნის ერთერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. უკრაინულ მედიაში არ გამორიცხავენ, რომ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდეს.