კატეგორიები

ანდრეი ერმაკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

ანდრეი ერმაკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

ანდრეი ერმაკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა.

„სამშვიდობო პროცესის დინამიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება რეალურ ადამიანებსა და ბავშვებს, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა. თითოეული მათგანი შინ უნდა დაბრუნდეს”, – წერს ანდრეი ერმაკი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების საკითხიც უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, „რათა ომის დასრულების მიზნით რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ“.

შეხვედრაში მონაწილეობდა რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვიც.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები