კატეგორიები

რუსეთში ინტერნეტის შემზღუდავი კანონი მიიღეს

რუსეთში ინტერნეტის შემზღუდავი კანონი მიიღეს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი ქვეყანაში ინტერნეტის შეზღუდვით გამოყენებაზე.

ცვლილებას საკანონმდებლო ორგანოსთან მოჰყვა მცირე აქციაც, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტი და რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს.

ახალი დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ინტერნეტში იმ მასალის მოძიება და გავრცელება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „ექსტრემისტულად” მიიჩნევს.

ასეთად მიიჩნევს კრემლი მეტასა და სხვა მსგავს აპლიკაციებს. იკრძალება კერძო ქსელის ე.წ. VPN-ის გამოყენება და მისი რეკლამირება, სააბონენტო ნომრის ან ინტერნეტში შესვლისთვის საჭირო მონაცემების სხვა პირისთვის გადაცემა.

დარღვევის შემთხვევაში სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებულია სხვადასხვა ოდენობის ფულადი ჯარიმა.

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში არაერთი მედიასაშუალება დაბლოკა, ასევე შეზღუდა წვდომა სოციალურ ქსელ X-ზე, მოგვიანებით შეზღუდვები შეეხო Facebook-სა და Instagram-საც, ნაწილობრივ Youtube-საც.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს რუსულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიშები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე
სხვა ამბები