კატეგორიები

„რუსეთი უფრო მეტად ზრდის დესტაბილიზაციას“ – გერმანიის კონტრდაზვერვა

„რუსეთი უფრო მეტად ზრდის დესტაბილიზაციას“ – გერმანიის კონტრდაზვერვა
გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვა იუწყება, რომ წელს რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა გერმანიაში დესტაბილიზაციის მცდელობები.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას დაზვერვის ხელმძღვანელმა მარტინა როზენბერგმა თქვა, რომ „საუბარია ჯაშუშობისა და ჰიბრიდული მოქმედებების მკვეთრ ზრდაზე“. მისივე ცნობით, მოსკოვის მიდგომები უფრო და უფრო მასშტაბური  და აგრესიული ხდება.

ქვეყნის დაზვერვის სამსახური რუსეთის ამგვარ გააქტიურებას უკავშირებს გერმანიის სტრატეგიულ როლს ნატოში, რადგან ბერლინი უკვე წლებია ალიანსის სამხედრო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდა.

ბოლო თვეებია, გერმანიის დაზვერვამ არაერთი საბოტაჟი მოაწყო, სადაც რუსული კვალი იკვეთება.

მათი ცნობით, რუსეთის საიდუმლო სამსახური ახალწვეულებს „ონლაინ” პოულობს და მათ  ხშირად არ იციან საბოლოო მიზნის შესახებ.

სწორედ ასე მოხდა უკრაინელი მოზარდის შემთხვევაშიც, რომელმაც 2024 წლის მარტში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, „იკეას“ მაღაზიაში აფეთქება გამოიწვია

დაკავშირებული ამბები
ვლადიმერ პუტინი კერძო ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს ევროკავშირი შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შეთავაზებას გეგმავს
სხვა ამბები