მთავარიევროპასაფრანგეთიMicrosoft-ი ნოტრ-დამის ციფრული რეპლიკის შექმნაზე იმუშავებს

Microsoft-ი ნოტრ-დამის ციფრული რეპლიკის შექმნაზე იმუშავებს

ამერიკულმა კომპანია Microsoft-მა საფრანგეთის კულტურის მინისტრთან და ადგილობრივ კომპანიასთან დაიწყო პარტნიორობა ახლადაღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ციფრული რეპლიკის შესაქმნელად.

ტექნოლოგიური გიგანტი ფრანგულ სტარტაპ კომპანიას, Iconem-ს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა მათ ათობით ათასი მაღალი გარჩევადობის ფოტოს შეერთებასა და ტაძრის რეპლიკის შექმნაში დაეხმაროს. ეს რეპლიკა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება და პროექტის ავტორების აზრით, ადამიანებისთვის ისტორიული ძეგლების დათვალიერებას გაამარტივებს.

Copyright Iconem

„კამერები ბოძებზე გვაქვს მიმაგრებული, დრონები, რომლებითაც ათასობით და ასობით ათას სურათს ვიღებთ და შემდეგ ვიყენებთ ალგორითმს, რომელიც ამ სურათებს წერტილ-წერტილ ამუშავებს. ეს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ დეტალები, რომელთა დანახვაც ძნელია ნოტრ-დამის მონახულების დროს. მაგალითად, წმინდა პეტრეს ტაძარში მოზაიკა 120 მეტრის სიმაღლეზეა. არ გვაქვს საშუალება დავინახოთ, თუ რას წარმოადგენს ეს მოზაიკები და ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიის წყალობით, შეგვიძლია დავინახოთ ამ მოზაიკის ყველა დეტალი, ყველა ნაწილი, ამრიგად, ეს არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ძეგლის სრულად აღსაქმელად“, – ამბობს Iconem-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, ივ უბელმანი.

2023 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის მუზეუმის გახსნა დააანონსა. სწორედ ამ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ვირტუალური ასლი, რომლის დათვალიერებასაც ვიზიტორები ნებისმიერი კუთხიდან ან სიმაღლიდან შეძლებენ.Microsoft-მა და Iconem-მა მსგავს პროექტზე უკვე იმუშავა რომში, წმინდა პეტრეს ტაძრის ციფრული რეპლიკის შექმნისას.

21 ივლისს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიები ამ ციფრულ შედევრს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემენ.

„ვფიქრობ, ჩვენთვის და საფრანგეთისთვის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხსა და სახელმწიფოს ეკუთვნოდეს. ამრიგად, არ ვქმნით იმას, რაც Microsoft-ის საკუთრება იქნება. რასაც დღეს ხელს მოვაწერთ, ამტკიცებს, რომ ეს ციფრული შედევრი კულტურის სამინისტროსა და საფრანგეთის სახელმწიფოს საკუთრება იქნება“, – ამბობს Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარე და პრეზიდენტი, ბრედ სმიტი.

ნოტრ-დამის ციფრული რეპლიკა შესაძლოა ვებ-გვერდებზეც გახდეს ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც მუზეუმის მონახულებას ფიზიკურად ვერ შეძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend