პლატფორმა, სახელწოდებით Lex Omnibus შეიქმნა იმ ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სამართლებრივი ცოდნა და არც იმის ფუფუნება, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სამართლებრივი დახმარება დასჭირდებათ, იურისტებს მიმართონ.
პლატფორმაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, პოპულარული ენით, მარტივად მიიღონ პასუხები, მაგალითად, მსგავს კითხვებზე: რა ფინანსური ზარალი შეიძლება მოგვიტანოს არასწორად შედგენილმა ხელშეკრულებამ? მაქვს თუ არა ვალდებულება ვიმუშაო უქმე დღეს? აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება, უარი უთხრას დასაქმებულს, რომელსაც სამსახურიდან წასვლა სურს და სხვა.
როგორ შევიარაღდეთ საჭირო სამართლებრივი ცოდნით – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იურისტმა, პლატფორმა Lex Omnibus-ის დამფუძნებელმა შალვა მხეიძემ ისაუბრა.