მთავარიმსოფლიოევროპა„ისტორიული ხელშეკრულება” გაფორმდა გერმანიასა და ბრიტანეთს შორის

„ისტორიული ხელშეკრულება” გაფორმდა გერმანიასა და ბრიტანეთს შორის

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გააფორმეს „ისტორიული ხელშეკრულება”, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

ხელშეკრულება ეფუძნება თავდაცვის პაქტს, რომელიც ბერლინმა და ლონდონმა, უკრაინის ორმა უდიდესმა ევროპელმა მხარდამჭერმა გასულ წელს გააფორმეს. მაშინ მათ ვალდებულება აიღეს, ეთანამშრომლათ რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხის წინააღმდეგ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეხვედრის დაწყებამდე სეირნობენ, ლონდონი, 17 ივლისი, 2025 წელი Copyright Leon Neal/WPA ROTA

ბერლინი და ლონდონი თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში დაეხმარებიან ერთმანეთს, მათ შორის სამხედრო საშუალებებით. ამავე ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ მხარეები ბირთვული იარაღის მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.

გერმანიას ბირთვული იარაღი არ აქვს, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა ემანუელ მაკრონი, კიდევ ერთი ბირთვული ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტი.

ამ ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ბირთვული იარაღის საკითხებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend