იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გენ ნაკატინმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ყოველწლიურ კონფერენციაზე 34-გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის გენ ნაკატანის განცხადებით, იაპონია და ზოგადად რეგიონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას.
მისი მოსაზრებით, ამ საფრთხეს ქმნის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობა, ასევე ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია. დოკუმენტში წერია, რომ სწორედ ეს ძალები რეგიონში შესაძლოა ნიადაგს ამზადებდნენ რუსეთ-უკრაინის მსგავსი ომისთვის. თუმცა აქვე საუბარი არაა იმ ქვეყნებზე, თუ რომლები შეიძლება ჩაერთონ ამ საბრძოლო მოქმედებებში.
დოკუმენტი შეეხება ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გეოპოლიტიკურ ბრძოლასაც. დოკუმენტის ავტორების აზრით, გლობალური ძალთა ბალანსი რადიკალურად იცვლება და ქვეყნებს შორის პირველობისთვის ბრძოლა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კონფლიქტი უფრო გამწვავდება.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ჩინეთი ცდილობს, გააქტიურდეს სხვადასხვა სტრატეგიული ქვეყანაში და აკონტროლოს ისინი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საშუალებით.
ამ კუთხით კი განსაკუთრებით საფრთხისშემცველია ჩინეთის არმიის თანამშრომლობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, რაც სხვა სამხედრო კომპონენტებთან ერთად მოიაზრებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და პატრულირებას იაპონიის გარშემო.