ტყეში ქცევის წესები

ტყეში ქცევის წესების გაცნობა QR კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ამ კოდების საშუალებით ყველას ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს და დაემორჩილოს იმ აკრძალვებს, რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საინფორმაციო ბანერი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ადგილზე განთავსდება. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი თხელიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend