კატეგორიები

უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 14 ივლისს კიევში ჩავიდა.

დედაქალაქის რკინიგზის სადგურზე კიტ კელოგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი დახვდა. როგორც ანდრეი ერმაკი განმარტავს, კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მასთან განსახილველ თემებს შორის იქნება თავდაცვა, უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერება, იარაღის მიწოდება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი და უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

პარალელურად, აშშ-ის სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც მოსკოვთან თანამშრომლობენ.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები