მთავარიევროპასაფრანგეთიევროკავშირმა აშშ-ისთვის ტარიფების ამოქმედება გადადო

ევროკავშირმა აშშ-ისთვის ტარიფების ამოქმედება გადადო

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებულ საპასუხო ტარიფებს, რომლებიც ძალაში ორშაბათიდან უნდა შესულიყო, ევროკავშირი დროებით შეაჩერებს იმ იმედით, რომ თვის ბოლომდე  ტრამპის ადმინისტრაციასთან მიაღწევს სავაჭრო შეთანხმებას. „ახლა მოლაპარაკებების დროა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კვირას, 13 ივლისს, ბრიუსელში.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე პირველ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.

ევროკავშირი-აშშ-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ბლოკი, ორშაბათიდან, 14 ივლისიდან, აპირებდა „საპასუხო ზომების“ ამოქმედებას.

ურსულა ფონ ფონ დერ ლაიენის თქმით, ტრამპის წერილი აჩვენებს, რომ „მოლაპარაკებებისთვის დრო პირველ აგვისტომდეა“. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმება უმჯობესია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა და თქვა ისიც, რომ თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, ევროკავშირი საპასუხო ზომების მომზადებას გააგრძელებს, რათა ბლოკი „სრულ მზადყოფნაში იყოს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend