კატეგორიები

ბორის აკუნინს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა

ბორის აკუნინს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა

მწერალი ბორის აკუნინი რუსეთში სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და 14 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

მას ბრალად ედება ტერორიზმის გამართლების, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისა და ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების დარღვევა.

გარდა ამისა, მწერალი 400 ათასი რუბლით დააჯარიმეს და სასჯელის მოხდის შემდეგ, ოთხი წლის ვადით, მას აუკრძალეს ინტერნეტგვერდების მართვა.

მწერალს ტერორიზმის გამართლების ბრალდება წაუყენეს 2024 წელს, „ტელეგრამზე” გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე, ხოლო ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდება ეფუძნება სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა მწერალსა და ე.წ. პრანკერებს შორის. ისინი თავს ასაღებდნენ უკრაინის პრეზიდენტად და კულტურის მინისტრად. მათთან სატელეფონო საუბრისას მწერალმა გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

ბორის აკუნინი მწერლის ფსევდონიმია, მას გრიგორი ჩხარტიშვილი ჰქვია. ის კრემლის კრიტიკოსია და 2014 წლიდან რუსეთში აღარ ცხოვრობს.

დაკავშირებული ამბები
მოსკოვში არ ფიქრობენ, რომ სომხეთში არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა რუსული მედია: დონეცკის ოლქში უკრაინული დრონის სამგზავრო ავტობუსთან შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
სხვა ამბები