მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი„ტექნოლოგიის ფორუმი 2025" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

„ტექნოლოგიის ფორუმი 2025″ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სადიპლომო პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს  დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფორუმის შესახებ ისაუბრა პროფესორმა, ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერმა, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელმა ერეკლე მაღრაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend