შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მიაღწია შეთანხმებას ნატოსთან, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში იარაღს ალიანსის მეშვეობით გაგზავნის და ნატო ამ იარაღის საფასურს სრულად დაფარავს.
მისივე თქმით, ეს შეიარაღება მოიცავს პეტრიოტის სისტემებსაც, რომლებსაც ვაშინგტონი გაგზავნის ნატოში, ხოლო ნატო მას თავად გაანაწილებს.
ბოლო დღეებია, შტატების პრეზიდენტი ხშირად ამბობს, რომ კმაყოფილი არ არის ვლადიმერ პუტინით და ამბობს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებით დახმარებას.
ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა მიანიშნა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინაში პეტრიოტის კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას. ამასთან, მოსკოვით იმედგაცრუებული დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ორშაბათს, 14 ივლისს, უმნიშვნელოვანეს განცხადებას გააკეთებს რუსეთთან დაკავშირებით.
საინტერესოა ისიც, რომ გუშინ, 10 ივლისს, ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო მინისტრი. როგორც ჩანს, მხარეებს მოლაპარაკებისას პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. მარკო რუბიომ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სერგეი ლავროვს დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გადასცა.