მთავარიამერიკააშშტეხასის შტატში სამძებრო სამუშაოები გრძელდება, დაკარგულია 160-ზე მეტი მოქალაქე

ტეხასის შტატში სამძებრო სამუშაოები გრძელდება, დაკარგულია 160-ზე მეტი მოქალაქე

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა მოხდა. სტიქიამ  100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 160-ზე მეტი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები იყენებენ მძიმე ტექნიკას, რათა მდინარის ნაპირებიდან ამოიღონ დიდი ქვები და გაწმინდონ დატბორილი ადგილები.

სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან მოხალისეები, საჰაერო ნავები, ვერტმფრენები და ცხენები. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამძებრო ოპერაციაა ტეხასის ისტორიაში.

ხელისუფლებამ სპეციალური ცხელი ხაზი შექმნა, სადაც მოსახლეობას შეუძლია, დარეკოს და დაკარგული ახლობლების შესახებ  მიაწოდოს ინფორმაცია. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

გუბერნატორ გრეგ აბოტის თქმით, დაკარგულთა უმეტესობა კერის ოლქშია, სადაც ყველაზე მეტი ცხედარია ნაპოვნი. ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, დასასვენებლად იმყოფებოდა შტატის ჰილ ქანთრიში. მათ არ ჰქონდათ რეგისტრაცია გავლილი არც ბანაკში და არც სასტუმროში.

მდინარე გუადალუპეს პირას,  დაბლობებზე,  ბევრი ახალგაზრდული ბანაკია, მათ შორისაა – გოგონათა  საზაფხულო ბანაკი, სადაც სულ მცირე 27 დამსვენებელი და მეთვალყურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ბანაკის ხუთი წევრი და ერთი მეთვალყურე ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend