მთავარიევროპაუკრაინარუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკივს „შაჰედის“ დრონებით დაესხა თავს

რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკივს „შაჰედის“ დრონებით დაესხა თავს

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, დაინგრა და დაზიანდა მაღალსართულიანი და კომერციული შენობები. მისივე ცნობით, თავდასხმა სწორედ „შაჰედის“ ტიპის დრონებით მოხდა.

„ძალიან შეგვეშინდა, რადგან დრონის ხმა გავიგეთ. ბავშვი ავიყვანეთ და დერეფანში გავედით. საშინელი ხმაური ისმოდა. სახლი მთლიანად ზანზარებდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა დაგვარტყეს. მეორედ კიდევ უფრო ხმამაღალი იყო, ისე რომ ბავშვმაც გაიღვიძა. შემდეგ ფანჯრიდან ცეცხლი დავინახეთ“, – ამბობს ანასტასია სიდორენკო, ადგილობრივი მცხოვრები.

რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის სამი ბავშვია, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

„ხარკივში, ორ რაიონში, შევჩენკივსკისა და სლობიდსკიში, ოთხჯერ მიიტანეს იერიში შაჰედის ტიპის რაკეტით. შევჩენკივსკიის რაიონში, შენობაში, სადაც ახლა ვართ, დაახლოებით 18 დაჭრილი ადამიანია. სულ ხარკივის რეგიონში 27 მოქალაქე დაშავდა, მათგან ოთხი ბავშვია, სამი კი ზრდასრული. სამი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, – ამბობს ოლეჰ სინიეჰუბოვი, ხარკივის გუბერნატორი.

6 ივლისს რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ასობით დრონით დაესხნენ თავს, რამაც რუსეთის საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებთან ერთად დრონების წარმოების გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ Telegram-ზე წერს,  რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინაში დაახლოებით 1270 დრონი, 39 რაკეტა და თითქმის 1000 მფრინავი საჰაერო ბომბი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტმა საჰაერო თავდაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend