მთავარიაზიაღაზაპალესტინელები კვლავ ელიან ცეცხლის შეწყვეტას

პალესტინელები კვლავ ელიან ცეცხლის შეწყვეტას

ღაზის სექტორში პალესტინელები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოუთმენლად ელიან. ისრაელი და „ჰამასი“ განიხილავენ ახალ, აშშ-ის მხარდაჭერილ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც ომის დროებით შეჩერებას, ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ითვალისწინებს. გეგმის მიზანია, ასევე დროულად დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტის  საბოლოოდ დასასრულებლად.

„კარგი ამბების მოლოდინში ვართ. მართლა ძალიან დავიღალეთ, ბევრ პრობლემას გადავაწყდით და სახლები დავტოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დანგრეულია, მზად ვართ, გავასუფთაოთ და მშვიდად დავუბრუნდეთ ჩვენს მიწას“, – ამბობს  იძულებით გადაადგილებული პალესტინელი, მაჯიდ ფარვანა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 7 ივლისს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც იმედოვნებს, რომ  მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის შედეგადაც, ღაზაში 21-თვიანი ომი დასრულდება. მუჰამედ აბუ აუდას, ბეით ჰანუნიდან იძულებით გადაადგილებულ პალესტინელს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება თუნდაც დანგრეულ სახლში.

„ჩემი მდგომარეობა ისეთია, როგორიც ყველა იძულებით გადაადგილებულის. ზავის შესახებ გადაწყვეტილებას ველოდებით. დევნილობა იგივე სიკვდილია. ყოველდღიურად, ყოველ წამს ვიტანჯებით. მუდმივად  საკვების, წყლის, კარვის ძიებაში  ვართ, ამასთან,  მაღალ ტემპერატურასთან გამკლავება გვიწევს“, – ამბობს მაჯიდ ფარვანა.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები 60-დღიანი ზავის შესახებ, რომლის ფარგლებში „ჰამასი“ ისრაელს გადასცემს 10 ცოცხალ და 18 დაღუპულ მძევალს. ისრაელის ჯარები გადაინაცვლებენ ღაზისა და ისრაელ-ეგვიპტის საზღვართან მდებარე ბუფერულ ზონაში, ღაზაში კი შევა მნიშვნელოვანი ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend