მთავარიმსოფლიოევროპაძლიერი სიცხის შემდეგ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში აგრილდა, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ...

ძლიერი სიცხის შემდეგ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში აგრილდა, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს

რეკორდული სიცხის გამომწვევი სითბური ტალღების შემდეგ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ დაიკლო და ზოგან ნალექიც მოვიდა. გერმანიაში დღის განმავლობაში ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაეცა, ხოლო ესპანეთსა და იტალიაში  საშუალოდ 27-იდან 30 გრადუსამდე მერყეობდა. ბელგიასა და ლუქსემბურგში მოიღრუბლა და ნალექიც მოვიდა.

ტემპერატურის კლების შემდეგ ხალხმა შვება იგრძნო, რადგან სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს. ისინი მოსახლეობას მოსალოდნელი ტყის ხანძრების შესახებაც აფრთხილებდნენ.

მეტეოროლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სითბური ტალღა აღმოსავლეთისკენ გადავიდა, ძლიერი სიცხეების რისკი ჯერ კიდევ არსებობს. 6 ივლისს გერმანიის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მოსალოდნელია ტყის ხანძრები საქსონიასა და ბრანდენბურგს შორის საზღვარზე, სადაც გასულ კვირას მეხანძრეები გაჩენილ ხანძრებს ებრძოდნენ.

პორტუგალიის  ორი მესამედი უკიდურესი სიცხისა და ხანძრების საფრთხის გამო მზადყოფნის რეჟიმშია, დედაქალაქ ლისაბონში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, კლიმატის ცვლილების გამო ადამიანებს მოუწევთ, მიეჩვიონ უფრო ინტენსიურ სიცხეში ცხოვრებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend