კატეგორიები

ზელენსკისა და ტრამპს შორის გაიმართა „ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო” საუბარი

ზელენსკისა და ტრამპს შორის გაიმართა „ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო” საუბარი

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის „ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო” სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ უკრაინის ცის დაცვის გაძლიერებაზე. მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან განიხილა ორი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა, მათ შორის დრონებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების.

საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შედგა ერთი დღის შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, თუმცა ამ საუბრით „ძალიან იმედგაცრუებული“ დარჩა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები