მთავარიმსოფლიორუსეთმა ავღანეთში „თალიბანის" მთავრობა აღიარა

რუსეთმა ავღანეთში „თალიბანის” მთავრობა აღიარა

რუსეთი მსოფლიოში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში „თალიბანის” მთავრობა აღიარა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო რწმუნებათა სიგელები რუსეთში ავღანეთის ახლად დანიშნული ელჩისგან.

თავად ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, ქაბულში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. ორ მხარეს შორის შემდგარი დიპლომატიური ურთიერთობა შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა.

„ახლა, როდესაც ჩვენი აღიარების პროცესი დაიწყო, რუსეთი კი ამ მხრივ გახდა პირველი ქვეყანა, ვიმედოვნებთ ეს სერია გაგრძელდება. ღვთის წყალობით ჩვენ წარმატებებს მივაღწევთ, მადლობელი ვართ რუსეთის პატივცემული ლიდერების მიმართ ამ ინიციატივისთვის. თქვენი აღიარება გახდა მაგალითი სხვებისთვის, ამასთან, ეს ინიციატივა საფუძველს ჩაუყრის რუსეთსა და ავღანეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას”, – აღნიშნა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მუთთაქიმ.

„თალიბანმა” ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლიდან მოიპოვა, მას შემდეგ რაც ქვეყანა აშშ-სა და ნატოს ჯარებმა დატოვეს, რის შემდეგ მოსკოვმა უკანონო ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. მსოფლიოს სხვა ქვეყნები ამგვარ ნაბიჯებს ერიდებიან, „თალიბანის” მხრიდან  ისლამური ნორმების ზედმეტად მკაცრი ინტერპრეტაციების გამო. „თალიბანის” პირობებში ავღანეთში ქალების უფლებები უკიდურესად შეზღუდულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend