მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა 3 ივლისს მორიგი მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე

რუსეთმა 3 ივლისს მორიგი მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე

კიევის მაცხოვრებელი ალია შაჰლაი საკუთარ სახლთან ზის, რომელიც რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად განადგურდა. ძლიერი აფეთქების დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ძაღლთან ერთად სარდაფში ჩავიდა, იქიდან ამოსულს კი სახლი აღარ დახვდა.

„აფეთქების ძლიერი ხმა ისმოდა, ყველა თავშესაფარში ვიყავით, რადგან სახლში დარჩენა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. სულ რაღაც 10 წუთით ადრე ჩავედით თავშესაფარში და სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება, შუქიც ჩაქრა, ხალხი პანიკაში ჩავარდა. ჩემი სახლიდან აღარაფერი დარჩა. მგონია, რომ ხალხს უბრალოდ მშვიდობა სურს, უნდათ, რომ თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ და დილით მშვიდად იღვიძებდნენ, რომ აღარ ნერვიულობდნენ იმაზე, რომ ხვალ შეიძლება აღარაფერი გააჩნდეთ“, – ამბობს კიევის მაცხოვრებელი ალია შაჰალაი.

რუსეთის მიერ გუშინ ღამით, 3 ივლისს, განხორციელებულ მორიგი მასირებული სარაკეტო იერიშის მთავარი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდა დნიპროს, სუმის, ხარკივის, ჩერნიჰივისა და კიევის ოლქებიც. უკრაინის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა, 14 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ცნობები 1 გარდაცვლილის შესახებაც.

ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინისკენ 550 დრონი და რაკეტა გაუშვა.  უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 270 სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის ორი ფრთოსანი რაკეტა. კიდევ 208 დრონი კი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემით გაანეიტრალეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში დაზიანდა, სახლები, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

„თავიდან არც ისე ძლიერი აფეთქება იყო, თუმცა შემდეგ გააქტიურდა, გავიგე თუ როგორ დაიმსხვრა ყველაფერი, შემდეგ ქვემოთ ჩავედი და დავინახე, რომ ყველაფერი იწვოდა, ხალხი მის ჩაქრობას ცდილობდა, თუმცა ამაოდ“, – ამბობს კიევის კიდევ ერთი მკვიდრი რუსლან ზაკრუტნი.

რუსეთის თავდასხმა გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა. ეს იყო სასტიკი, უძილო ღამე, სწორედ ასე აღწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მორიგი თავდასხმა უკრაინაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend