კატეგორიები

ტრამპი წერს, რომ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმა

ტრამპი წერს, რომ  ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის 60 დღით შეწყვეტაზე დაითანხმა.

Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ ომის დასრულების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას აშშ კატარსა და ეგვიპტესთან ერთად შეიმუშავებს.

„იმედია, „ჰამასი” მიიღებს ამ შეთავაზებას, რადგან იგი არ გაუმჯობესდება, მხოლოდ გაუარესდება”, – წერს ტრამპი.

ჯერჯერობით ისრაელს არ დაუდასტურებია, რომ ტრამპის წინადადებას დასთანხმდა. პასუხი არ ყოფილა „ჰამასისგანაც”. განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტამდე გაკეთდა.

დაკავშირებული ამბები
„ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად“ - აცხადებს ნეთანიაჰუ პოლიტიკური ტესტი ნეთანიაჰუსთვის - ისრაელში არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა
სხვა ამბები