„პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ – ამ სახელწოდებით საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები, კერძო სექტორის ლიდერები და მდგრადი განვითარების ექსპერტები შეიკრიბნენ.
ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს ინოვაციური დაფინანსების მოდელებსა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ძირითადი ყურადღება კი სამ ძირითად მიმართულებას დაეთმო. ესენია: მდგრადი დაფინანსების მობილიზება საქართველოში, განახლებადი ენერგიის დაფინანსება ინკლუზიური ზრდისთვის და მდგრადი ინფრასტრუქტურა/მწვანე ურბანული განვითარება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ამ საკითხებზე ისაუბრეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნინო კვანტრიშვილმა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ.