საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამი წლის შემდეგ პირველად, პირველ ივლისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
თითქმის ორსაათიან სატელეფონო საუბარს კრემლმა „არსებითი“ უწოდა. ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა, თუმცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყება კვლავ დასავლეთის პოლიტიკას დააბრალა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ბრიუსელი რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს არ ითვალისწინებს.
უკანასკნელი სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის 2022 წლის სექტემბერში გაიმართა.