მთავარიამერიკააშშაშშ უკრაინას დაპირებული იარაღის ნაწილს აღარ მიაწვდის

აშშ უკრაინას დაპირებული იარაღის ნაწილს აღარ მიაწვდის

აშშ უკრაინას დაპირებული იარაღის ნაწილს აღარ მიაწვდის, მიზეზი ამერიკის შიდა მარაგების შემცირებაა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო უსაფრთხოების ეროვნული პრიორიტეტების გადახედვის ფარგლებში.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ მარაგების ამჟამინდელი რაოდენობა გააანალიზა და უსაფრთხოების რისკებზე შეშფოთდა, რის შემდეგაც სამხედრო დახმარების პოლიტიკა სხვა ქვეყნებისთვის შეიზღუდა.  ვაშინგტონში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „ამერიკის ინტერესების” გათვალისწინებით, თუმცა უკრაინის მიერ ეს ნაბიჯი დასავლური მხარდაჭერის შესუსტებად აღიქმება.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ანა კელის განცხადებით, ეს ნაბიჯი „მიღებულია ამერიკის ინტერესების პრიორიტეტულად გათვალისწინებით”. მისი თქმით, გლობალური დახმარების პროგრამების გადახედვა და რესურსების სწორად გადანაწილება აუცილებელია ეროვნული თავდაცვის განმტკიცებისთვის.

თუმცა ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალა და შესაძლებლობები კვლავინდებურად მტკიცეა. ანა კელიმ მიუთითა ბოლო კვირებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend